პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს" საქმიანობის გასაფართოებლად მიწა და შენობა-ნაგებობები გადაეცემა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, დამტკიცდა განკარგულება, რომლის მიხედვით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქიმიური პროდუქციის საწარმოს შექმნა იგეგმება შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფის" მიერ ინიცირებული პროექტით, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდება.

„Ekokemika International წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათავო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიის ქალაქ პიაცენსაში. კომპანია 20 წელზე მეტია ბაზარზე მოქმედებს და მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება. დღეის მდგომარეობით, კომპანიის წარმომადგენლობა მოქმედებს საქართველოს, ბელორუსიის, სომხეთის, რუსეთის და ყაზახეთის რესპუბლიკებში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 10-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანიის ინფორმაციით, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" საქართველოში აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფორმულებიც შემუშავებულია Ekokemika International-ის მიერ, ხოლო ნედლეული, რომელიც გამოყენებულია პროდუქციის შესაქმნელად, წარმოებულია ევროპის ქვეყნებში.

მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ Ekokemika International-ს გააჩნია დიდი გამოცდილება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე მუშაობის, კომპანიამ სარეცხი ხსნარის დამზადების სპეციალური ფორმულები კონკრეტულად საქართველოს ბაზრისთვის შეიმუშავა”,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!