სალომე სამადაშვილი ამნისტიაზე - ჩვენ ჩვენი პროექტი მზად გვაქვს, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელსაც შარლ მიშელის მედიაციის პროცესში მივაღწიეთ

ამნისტის კანონპროექტის ფარგლებში საქმეები შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ საქმებს, რომელიც უკვე აღძრულია. ასეთი საქმეები არის 16 დემონსტრანტთან და 3 პოლიციელთან მიმართებით,-ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის პროექტი სიტყვა-სიტყვით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელზეც შეთანხმება მედიაციის პროცესში შედგა.

„ჩვენ ვიცით ამნისტიის კანონპრექტის ჩვენი ვერსია, რა იქნება და როგორ გამოიყურება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციებს, მათთან კონტაქტი გრძელდება და ვნახოთ, რა დასკვნამდე მივალთ. მთავარია, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდება და შესაბამისად, შემდგომ უკვე შეჯერდება პოზიციები. თუ ამის სივრცე იქნება, შესაძლოა იყოს კანონპროექტის განხილვის პროცესშიც. შეთანმებაში წერია, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტია არეგისტრირებს ამნისტიის კანონპროქტს. შესაბამისად, კანონპროექტის დარეგისტრირების უფლება აქვს ნებისმიერ პარტიას, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ საკუთარ ვერსიაზე მუშაობს, ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს. თუ დამატებითი კონტაქტების შედეგად არ წავალთ იმ გზით და ჩავთვლით, რომ „ქართული ოცნების“ ვერსია არ არის ის ვერსია, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასახავს, მაშინ შესაძლებელია, რომ დავაყენოთ ჩვენი კანონპროექტის ვარიანტი, ეს განისაზღვრება ხვალისთვის. ჩვენ ჩვენი პროექტი მზად გვაქვს. ვნახოთ, მოხდება თუ არა პოზიციების შეჯერება. ჩვენი პროექტი სიტყვა-სიტყვით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელსაც შარლ მიშელის მედიაციის პროცესში მივაღწიეთ. ამ ამნისტის კანონპროექტის ფარგლებში საქმეები შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ საქმებს, რომელიც უკვე აღძრულია. ასეთი საქმეები არის 16 დემონსტრანთთან და 3 პოლიციელთან მიმართებით“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი განმარტებით, ხვალ დაინიცირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და განხილვის პროცესი გაგრძელდება.

„რაც შეხება 19-21 ივნისის მოვლენებს, „ქართულ ოცნებას“ არც არაფერი გამოუძიებია ადეკვატურად, არც ბრალი წაუყენებია ხალხისთვის იმ მუხლით, რა მუხლითაც უნდა წაყენებლიყო. მეტიც, დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს ბევრ ადამიანს მინიჭებული. ჩვენი კითხვა ამ ამნისტიის კანონპროექტზე მარტივია, ის ხალხი, ვისაც უკვე ბრალი წაუყენეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიას ექვემდებარება, სხვაზე ეს ამნისტია არ, ვერ და ვერასდროს გავრცელდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან განმარტა, რომ ხვალ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირების მიზნით მიდის.

„ჩვენ პარლამენტში რაიმე რეგულარული ფორმატით მუშაობას არ ვაპირებთ. ხვალ მივდივართ პარლამენტში იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდეს“,-განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა