გიგა ბოკერია - აბსოლუტურად გასაგებია ნიკა მელიას მოტივაცია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები, რომ პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე გადატანილიყო, რაც, მისი თქმით, არასწორია.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, აბსოლუტურად გასაგებია ამ შემთხვევაში მისი პოზიცია, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში მზად არის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

“ევროპული საქართველო“ ამ შეთანხმების მონაწილე არ ვართ, რადგან მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომ, ვერაფერს მოვიმოქმედებთ ვერც ნიკა მელიას ამ მოწოდებაზე და ვერც ახლა. რაც შეეხება ჩემს კომენტარს მელიას ამ პოზიციაზე, აბსოლუტურად გასაგებია ამ შემთხვევაში მისი მოტივაცია, რომ ამ ფონზე იმ ამნისტიით, რომელიც მისთვის მიღებელია, ამის გაფორმება არ მოხდეს ისე, რომ ეს მისთვის გაკეთდა. სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები პასუხისმგებლობის მასზე გადატანის, რაც არასწორია. ვინც თვლის, რომ ეს ამნისტია ქვეყნისთვის საჭიროა, ჩვენ ამ კონტექსტში არ მივიჩნევთ, თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მელიასკენ არ უნდა იშვერდეს ხელს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა