რატი იონათამიშვილი - ნიკა მელიას მხრიდან ეს ფერისცვალებაც უხერხულია, თუმცა ამ წინადადებაზე დათანხმება თავის დროზე სწორი იქნებოდა, ახლა კი ეჭვის საფუძველს მიჩენს, რომ ახალი დავალება მიიღო

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან

ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა დაუშვებელია, რადგან ეს შეთანხმებიდან გასვლა იქნება.

როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას მხრიდან პოზიციის ცვლილება ეჭვს ბადებს, რომ “მან ახალი დავალება მიიღო”.

“ვფიქრობ, პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელია, როდესაც ვინმე არის არათანმიმდევრული. “ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია გამოირჩევიან ზუსტად იმით, რომ არათანმიმდევრულად და უპასუხისმგებლოდ უდგებიან ნებისმიერ პროცესს, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, ეს ფერისცვალებაც უხერხულია მისი მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, ამ წინადადებაზე დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა კი მიჩენს ეჭვის საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო და იმის ფარგლებში მოქმედებს.

ამნისტიის კანონი არ არის გირაოს ალტერნატივა. ამ საკითხებს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ეს იქნება შეთანხმების გასვლა. ეს დაუშვებელია. მსგავს განცხადებებს აკეთებენ სასოწარკვეთილი ადამიანები ან ისინი, ვისაც სურთ რაიმე სახის დაზიანება შეიტანონ მოლაპარაკების ფორმატში და შედეგებში”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა