პაატა მანჯგალაძე - თუ პროცესში ჩართული სამივე მხარე, მათ შორის ,,ქართული ოცნება” და მედიატორები თანახმანი იქნებიან, რომ ამნისტიის გამოწვევა სხვა მუხლების რევიზიას არ გამოიწვევს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს

ნიკა მელიამ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა და თუ სამივე მხარე თანახმა იქნება, ,,სტრატეგია აღმაშენებელს” ამაზე კითხვა არ სჭირდება, - ასე ეხმაურება ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას განცხადებას.

მისივე თქმით, დღეს ,,ქართულ ოცნებასთან” შეხვედრაზე პოზიციების დასაახლოებლად მოვიდნენ.

,,თუ მოლაპარაკების პროცესში ჩართული სამივე მხარე, მათ შორის ,,ქართული ოცნება” და მედიატორები თანახმანი იქნებიან, ამ ვარიანტზე, რომ ამნისტიის გამოწვევა სხვა მუხლების რევიზიას არ გამოიწვევს, ჩვენ ამის არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. მან ძალიან სწორი განცხადება გააკეთა და თუ სამივე მხარე თანახმა იქნება, ,,სტრატეგია აღმაშენებელს” ამის კითხვა არ სჭირდება. მოვედით იმ წინადადებით, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენს შეხვედრაზე ,,ლელოს” ოფისთან, მოვედით იმისათვის, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება და როგორც კი გამოვალთ, დეტალურად გეტყვით ყველაფერს”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს