IRI-ის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ,,ქართული ოცნების” წევრების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისა და პარლამენტის არჩეული წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

,,ქართული ოცნების” მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრის ძირითად განსახილველ თემას ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენს, რომლის ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უნდა მოხდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს