მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის გაწვევა, არ მგონია, რომ  სწორი იყოს, ვინაიდან, ეს ერთი დიდი  შეთანხმების ნაწილია

ამნისტიის გაწვევა, რაც არის შემოთავაზებული ინიციატივა არ მგონია, რომ სწორი იყოს, ვინაიდან, ეს არის ერთი დიდი შეთანხმების ნაწილი,- ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში მზადაა, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდეს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმება ამნისტიის გამოცემას ითვალისწინებს.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ მაშინ, როდესაც პირიქით, გვაქვს შესასრულებელი ის შეთანხმება, რომლის შესრულებაზეც ვსაუბრობთ ამნისტიის ჭრილში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ ამნისტიაზე იქნება საუბარი.

„რით შეიძლება აიხსნას პოზიციის ეს მეტამორფოზა ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად, ეს დიდი ხანია შეთავაზებულია და გირაოს შესაძლებლობა სიახლე არ არის. ამ წუთას შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის. შეთანხმება ამნისტიის გამოცემას ითვალისწინებს. უნდა ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით და ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი კოლეგების მხრიდან ხედვები. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ, ბუნებრივია, საამისოდ სურვილი გაგვაჩნია“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს