სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება, ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მისი ჩაშლა ოპოზიციას შემოუბრუნოს

ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გავმართოთ მხოლოდ ორივე მხარეს, მედიატორობის თანამონაწილეობით, - ასე ეხმაურება პარლამენტის არჩეული წევრი, სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას განცხადებას.

სალომე სამადაშვილის თქმით, ხვალ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ამის შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ნიკა მელიას პირადად მოინახულებს.

,,ხვალ ყველაფერი წავა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მოხდება შეთანხმება საერთო პოზიციაზე ,,ქართულ ოცნებასთან” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია. მნიშვნელოვანია ხვალ გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე. მე ვაპირებ, რომ ნიკა მელიასთან მივიდე საპატიმროში ხვალვე, მაქსიმუმ ზეგ და მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რომელიც ხვალინდელი დღის შემდეგ გამოიკვეთება”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე განცხადებით, არ უნდა მისცენ ,,ქართულ ოცნებას” იმისი უფლება, რომ შეთანხმების ჩაშლა ოპოზიციას შემოუტრიალონ.

,,ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით არანაირ პროექტს ამნისტიის შესახებ გარდა იმისა, რაზეც გვქონდა შეთანხმება. კანონპროექტის როგორც შეტანა, ასევე უკან გამოტანა, ყოველთვის შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ,,ქართულ ოცნებას”, რომ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას. ეს შეთანხმება არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ჩვენს ხელში, რომ შევძლოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს