გიგა წულეისკირი - აქტიურად ვმუშაობთ, რომ მიღებულ იქნას საკანონმდებლო რეგულაციები, რათა ე.წ. შავი ხვრელები აღმოიფხვრას და მარტივი მექანიზმებით მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევა აღარ მოხდეს

პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. როგორც მედიაჰოლდინგ "კვირის" პრესკლუბში “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიგა წულეისკირმა განაცხადა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ახალი რეგულაციების მიღება და იმ ე.წ. შავი ხვრელების აღმოფხვრა, რომლითაც ხშირად მევახშეები სარგებლობენ და ტოტალურად ახდენენ ქონებების მითვისებას.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, მოსახლეობას ე.წ. მევახშეებისგან თავის დახსნასა და ასევე შეჩერებული მშენებლობების საკითხების მოგვარებაში დაეხმაროს. ორგანიზაციის შექმნის მიზანი საკანონმდებლო კუთხით რეგულაციების მიღება და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ვგულისხმობ მევახშეების გააქტიურებულ ქმედებებს და მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევის ფაქტებს. ეს საკითხი პანდემიამდეც ძალიან მწვავედ იდგა, პანდემიის დროს კი ბევრად გაუარესდა. აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მიღებული იქნას საკანონმდებლო რეგულაციები, რათა აღმოიფხვრას ე.წ. შავი ხვრელები და ადვილი მექანიზმებით მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევა აღარ მოხდეს. ჩვენი ინფორმაციით, მევახშეებს ლობები ჰყავთ. ლობების გამორკვევისთვის აქტიურად ვიმუშავებთ. რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როცა მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების ფორმით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. შემდეგ, ცრუ ჩვენების შედეგად, თითქოს არ იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც თანხის გასესხება მოხდა, 5 -ჯერ და 10-ჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიითვისეს. გვინდა, ამ საკითხების შესწავლა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182- ე მუხლებით მოხდეს“, – განაცხადა წულეისკირმა.

გიგა წულეისკირის თქმით, ორგანიზაცია მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს.

„კომპანია "ნემსიწვერი, მამულაშვილი და პარტნიორი" რამდენიმე დღის წინ გაერთიანდა „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა“ ასოციაციასთან. ჩვენ გვაქვს ერთობლივი იდეები, რომელიც უფრო სტაბილურს გახდის სამოქალაქო სამართლებრივ გარემოს, უფრო მეტად დაცულს გახდის მოქალაქეებს და უფრო ნაკლები დაზარალებული გვეყოლება საქართველოში, რომლებიც ზარალდებიან სხვა პირთა უკანონო ქმედებების გამო. საუბარი გვაქვს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ურთიერთობებზე, სადაც რეალურად აღნიშნული ურთიერთობებია დაფარულია, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური გარიგებებით. ჩვენი აქტიური მუშაობა მიმართული იქნებ თითოეული ასეთი მოქალაქის დახმარებისაკენ. სფერო არის სრული მოიცავს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართალს. გვსურს უფრო მეტად გამოვაცოცხლოთ საგამოძიებო ორგანოები, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სისხლის სამართალთან დაკავშირებული დარღვევები. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ფიზიკურ პირებს შეეზღუდათ შესაბამისი ლიცენზირების გარეშე თანხების გასხვისება და მათ სხვა ტიპის გარიგებებით დაიწყეს მანიპულირება, რაც უადვილებთ ქონების წართმევას. საკუთრება ასეთი დაუცველი, როგორც დღეს არის არასდროს ყოფილა. გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები მევახშეების ნებაზე არიან დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ საგამოძიებო ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე არ არიან, არც ინტელექტუალური კუთხით არც შესაბამისი მომზადების კუთხით. თითოეულ საქმეს სრულყოფილი გამოძიება სჭირდება და ამიტომაც გავერთიანდით ამ იდეის გარშემო“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს