სალომე სამადაშვილი - არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ, სრული კონსენსუსია, რომ ამნისტია ვერ დაიცავს ვერავის, ვინც ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზეა პასუხისმგებელი - კონსულტაციები გაგრძელდება

პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განმარტა, ხვალ იქნება მსჯელობა, იარსებებს თუ არა ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი ან როგორ გაგრძელდება პროცესი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ. ვფიქრობ, სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც მიღებული იქნა მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მინდა გასაგებად ვთქვა, ამ ამნისტიის შედეგად დასახიჩრებაზე პასუხისმეგებელი პირები დაცული არ იქნებიან. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, ანუ, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც შეთანხმების შესრულება იწყება. შესაბამისად, ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრირდება და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე მედიატორებთანაც იქნება საუბარი.

„ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკა მელიას აზრს. ამაზე გვექნება მსჯელობა, მათ შორს მედიატორებთანაც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებულ გეგმას მივყვეთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს