ანრი ოხანაშვილი - ერთი ადამიანის „ხუშტური“, ვერ გადაწონის ვერცერთ შეთანხმებას - იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც შეთანხმების აღსრულების ჩაშლა სურთ

ერთი ადამიანის „ხუშტური“, ვის, რა, როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის ვერცერთ შეთანხმებას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება შეაფასა, რომელიც მზად არის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დაეთანხმოს.

ოხანაშვილის შეფასებით, იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლა სურთ.

„კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება, რათა შეთანხმება შესრულდეს. რა დათქმაც იყო შარლ მიშელის ეგიდით წარმართული დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს ზედმიწევნით მოხდება. აქედან გამომდინარე, ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე შევთანხმდით. ერთი ადამიანის „ხუშტური“, ვის, რა, როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის ვერცერთ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, ხვალ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ.

სამწუხაროდ, საქართველოში არიან რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ ზედმიწევნით ჩაეშალათ შეთანხმება. ახლა ასევე იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც შეთანხმების აღსრულების ჩაშლა სურთ. ჩვენი პასუხი და პოზიციაა, რომ შეთანხმების და ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით. ყველა პუნქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა