ლევან იოსელიანი - განვიხილავთ ალეკო ელისაშვილი იყოს თბილისის მერობის კანდიდატი

სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავთ ალეკო ელისაშვილი იყოს მერობის კანდიდატი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მან ასევე უპასუხა წამყვანის შეკითხვას მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაყენების თაობაზე.

იოსელიანის განცხადებით, „განვლილი პერიპეტიების“ შემდეგ, რთული იქნება, რომ მელია მათი მერობის კანდიდატი იყოს.

,,ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია, ეს არის თბილისი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავთ, რომ ალეკო იყოს მერობის კანდიდატი. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ეს ვერსია განიხილება.

არ ვიცი მთლიანი ოპოზიციის კანდიდატი რამდენად შესაძლებელია იყოს ნიკა მელია იმ განვლილი პერიპეტიების შემდეგ. ჩემი აზრით, რთული იქნება, რომ ის იყოს ჩვენი მერობის კანდიდატი. მთავარი რამ უკვე მოხდა და შედგა ამ ქვეყანაში, ხვალ ოპოზიცია შევა პარლამენტში და დარეგისტრირდებიან, რაც ნიშნავს, რომ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. ამის შემდეგ უკეთ გამოჩნდება ოპოზიციას რა შეუძლია და ვინ რისთვის არის შემოსული პარლამენტში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა