სალომე სამადაშვილი - რა ბედნიერებაა, როდესაც ევროკავშირის და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში

ბედნიერებაა, ევროკავშირის და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე მოსკოვში ბოდიშებს იხდიდა, - ამის შესახებ პარლამენტის არჩეული წევრი, სალომე სამადაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, კარგია როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დგება და „ისტორიის სწორ მხარეს ხარ“.

,,რა ბედნიერებაა, ევროკავშირის და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს როდესაც გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში, ომის დაწყებას გაბრალებდა, პოზნერის ეთერებიდან არ დგებოდა. მიყვარს ყველაფერი თავის ადგილზე როდესაც დგება. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხარ“, - აცხადებს სამადაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს