ინდოეთში კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კრიზისის დაძლევაში არმია ერთვება

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 771 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია.

ინდოეთის მთავრობამ შეიარაღებულ ძალებს კრიზისის დაძლევაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა. თავდაცვის შტაბის უფროსმა გენერალმა ბიპინ რავატმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებს ჟანგბადს შეიარაღებული ძალების რეზერვებიდან მიაწვდიან, პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალი კი რთულ მდგომარეობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებას გაუწევს.

ქვეყნები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, გერმანია და შეერთებული შტატები ინდოეთს სამედიცინო დახმარებას დაჰპირდნენ.

კორონავირუსის „ინდური ვარიანტების“ თავიან ქვეყნებში გავრცელების პრევენციის მიზნით, ინდოეთთან მიმოსვლა რამდენიმე შეზღუდა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ირანმა, ქუვეითმა ტაილანდმა, სინგაპურმა და ბანგლადეშმა.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კრიზისის დაძლევაში არმია ერთვება

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება