ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ, რითაც მათი 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. აღნიშნულით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ. მომიტინგეები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით სკანდირებდნენ: „უნამუსო“, „მონა“. ასევე, აქციის მონაწილეები ოპოზიციონერებს მიმართავდნენ შეკითხვით: „რატომ მიგვატოვეთ“, რაზეც მათი პასუხი იყო, რომ „არ მიუტოვებიათ“.

ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში მივიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო