აქტივისტი ვახტანგ მეგრელიშვილს - ვინც შედიხართ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა.

ისინი ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციის პარლამენტში შესვლას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა შესულიყო.

„რა უფლებით მოხვედით? ვინც შედიხართ იქ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლისას შეაფერხა.

სამოქალაქო აქტივისტების ეს ქცევა ვახტანგ მეგრელიშვილმა საბოტაჟად შეაფასა.

„ეს არის საბოტაჟი,“- აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს