ღვინის ეროვნული სააგენტო - პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ჩინეთი - 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა - 38% (245,940 ბოთლი), აშშ - 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი - 22% (161956 ბოთლი), იაპონია - 11% (51346 ბოთლი ) და დიდი ბრიტანეთ- 2% (117118 ბოთლი).

ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინის ექსპორტი 205-მა კომპანიამ განახორციელა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პანდემიის მიუხედავად, როგორც 2020, ისე მიმდინარე წელს, მარკეტინგული ღონისძიებები ძირითადად დისტანციურ ფორმატებში იმართება, რათა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია შენარჩუნდეს.

„შედეგად, ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ღირებულება 5%-ით ნაკლებია, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირებით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ღვინის ეროვნული სააგენტო - პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა