იაგო ხვიჩია - ჩვენი კოლეგები ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, იმის თქმა, რომ  კანონი არც ერთ პოლიციელს და სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, სწორი არ არის

ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა ეტაპზეა ეს კანონპროექტი - ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არც ერთ პოლიციელს და არც ერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში შესვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ, ეს ერთმანეთის დასახიჩრებაა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა ეტაპზეა ეს კანონპროექტი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ისე, როგორც ამას განმარტავენ ჩვენი მედიატორები და ფასილიტატორები ვისი ინიციატივითაც მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ჯერ ვნახოთ წარმოდგენილი კანონპროექტი და შემდეგ ვიკამათოთ იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს შეეხება, არ შეეხება. ეს კანონპროექტი მიუღებელი იქნება თუ იქნება ამორალური, გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას, არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, მაგალითად, ვიღაცას მანქანაში ტენიდნენ, ან ვიღაცას ხელით შეეხნენ, ჩემი აზრით, ჩვენ თუ პატიების გზით მივდივართ, ერთმანეთის გალახვა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ ჯერჯერობით არის ერთმანეთის დასახიჩრება, ამიტომ მე მგონი აქ ბუნებრივად ისედაც არის ზღვარი გატარებული და ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არც ერთ პოლიციელს და არც ერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას წინადადება, რომ ის მზად არის ციხიდან გირაოს მეშვეობით გამოვიდეს, დაგვიანებულია.

„ჩემი აზრით, კარგი ის არის, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ. დღეს არ ხდება კანონპროექტის მიღება, ეს არის მინიმუმ ერთთვიანი პროცედურა, თავისუფლებაში მყოფ ნიკა მელიასთან ერთად მე დარწმუნებული ვარ მივალთ იმ კონსესუსამდე, რომ არავის ამნისტია არ გვეთაკილოს. ნიკა მელიას წინადადება ცოტათი დაგვიანებულია“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა