ალეკო ელისაშვილი - სულ არ მაინტერესებს ნიკა მელია იქიდან გაზეთ "პრავდაში" რა დირექტივებს აქვეყნებს

ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთდ არ მაინტერესებს - რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ მხარს ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

"სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან, გაზეთ "პრავდაში" რა დირექტივებს აქვეყნებს", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციიდან მათ, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.

"გაითხოვეთ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა