ბადრი ჯაფარიძე - არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ

დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა. უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანი ციხიდან გამოვიყვანოთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედი აქვს, რომ ის ციხიდან გამოვა.

„დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა! ჩვენ შემოვედით დღეს, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი ციხიდან და უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანი ციხიდან გამოვიყვანოთ.

არც ერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ.

მელია თანახმაა ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იქნას, მე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მივესალმები და იმედი მაქვს ციხიდან გამოვა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა