გიორგი ვაშაძე - ამნისტიის კანონზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები

ჩვენ ვიმუშავებთ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხებზე რასაც მოიცავს შეთანხმება და ვფიქრობ, რომ პრიორიტეტი პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს ეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში მისვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს ერთგვარად იმის ინვენტარიზაცია თუ რა საკანონმდებლო ინიციატივებია დღეს პარლამენტში. ვაშაძის განმარტებით, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები.

„ჩვენ ჩვენს ნაბიჯს ვდგამთ, დღეს ველოდებით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება. პარალელურად ჩვენ დღესვე გვექნება პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, 15-20 სხვადასხვა ტიპის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული და სხვა კანონია მისაღები და გვინდა, რომ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ, რა არის დღეს პარლამენტში ინიცირებული, რომ შეთანხმება, რომელიც არის საქართველოს ევროპისკენ ინტეგრაციის ერთადერთი გზა, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს,“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, ნიკა მელია ამნისტიის შესახებ კანონით გათავისუფლდება, თუმცა თუ იქნება შეთანხმება გირაოსთან დაკავშირებით, არც ეს შექმნის პრობლემას.

„ჩვენ ვიმუშავებთ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც მოიცავს შეთანხმება და ვფიქრობ, რომ პარლამენტსაც ეს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი და სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დაჩქარებული განხილვები და მიღება ამ ცვლილებების. ნიკა მელია გათავისუფლდება ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, აქვე ვამბობ, რომ სრულად მხარს ვუჭერ, რომ თუ სხვა მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირაო მისაღებია მათთვის, არც აქ გვაქვს პრობლემა. უბრალოდ ჩვენ ჩვენს შეთანხმებას აუცილებლად შევასრულებთ,“- განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო