ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მას თვეების განმავლობაში ლანძღავდა და „თან ერთი სული ჰქონდათ შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში“

რეალურად, ყველას ამდენ ხანს უნდა მიეღო პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელიაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის გამო, მას თვეების განმავლობაში ლანძღავდნენ და „თან ერთი სული ჰქონდათ შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში".

„კარგია, რომ შემოვიდნენ. წყენით ლაპარაკს არ ვაპირებთ. ჩვენ ვიცოდით რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწვევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქვს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო", - აღნიშნა ელისაშვილმა

კითხვაზე, რამდენად გამოცოცხლდება პარლამენტის მუშაობა ოპოზიციის შესვლით, ელისაშვილმა განაცხადა, „სიმართლე, რომ გითხრათ, არც მანამდე მეძინა პარლამენტის სხდომაზე“.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვნებთაღელვა იქნება. პარლამენტია ადგილი სადაც ხალხზე უნდა ლაპარაკობდნენ", - დასძინა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო