სალომე სამადაშვილი - ვაპირებ, რომ მივიდე ნიკა მელიასთან საპატიმროში

გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვა. მე ვაპირებ, რომ მივიდე ნიკა მელიასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე, რადგან ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ აღდგომის დღესასწაულს ნიკაც საკუთარ სახლში და საკუთარ ოჯახთან შეხვდეს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ შეთანხმების დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება.

„ჩვენ დღეს ვიწყებთ ევროკავშირის შეთანხმების განხორციელებას, ამიტომ დღეს ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში, რის შედეგადაც გათავისუფლდება პატიმრობიდან გიორგი რურუა. ამის შემდეგ, როდესაც გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვა, მე ვაპირებ, რომ მივიდე ნიკა მელიასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე, რადგან ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ აღდგომის დღესასწაულს ნიკაც საკუთარ სახლში და საკუთარ ოჯახთან შეხვდეს. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და მე მინდა გამოთქვა ძალიან დიდი იმედი და სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ჩვენ მათთან ერთად ვიმუშაოთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს ბევრად უფრო საინტერესო არის, რა ხდება ქვეყანაში, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის პირადი პოლიტიკური გეგმები, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს საპატიმროდან და შეთანხმება გახდეს სრული იმ თვალსაზრისით, რომ შემოუერთდეს მას ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. ამიტომ მე მივესალმები ნიკას გადაწყვეტილებას, როცა თქვა, რომ ევროკავშირის გირაოს გამოყენებას განიხილავს შესაბამის პირობებში - მსურს მას ვესაუბრო ამაზე. მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის ამ კვირაში დაგეგმილი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, ასე რომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ნიკა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემოუერთდეს შეთანხმებას.

მე მზად ვარ წავიდე ნიკასთან საპატიმროში და ერთად შევჯერდეთ, რა არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს ციხიდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს