გიორგი ვაშაძე - დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ერთი დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ. თუმცა, როგორც მან პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში კრიზისი საბოლოოდ აღმოიფხვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამასთანავე, ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შემოდგომით ჩასატარებელი რეფერენდუმის მნიშვნელობას.

„ჩემი აზრით, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა ეს კანონი, რაც მისაღებია, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონი, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფენდუმით საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. ამ რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის საკუთარი ხმით გადაწყვეტს, მას უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყანაში თუ იმ ჭაობში ყოფნა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რაც მთავარია, წინ უზარმაზარი რთული დღეები გველის, ბრძოლა საპარლამენტო დისკუსიების დროს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ აქ წარმოდგენილი ადამიანები, ჩვენ ყველანი მზად ვართ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და რაც მთავარია ქართველი ხალხის სრული მხარდაჭრით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმებაში. მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს,“- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა