არჩილ თალაკვაძე - მიზანმიმართული ჭორია თითქოს მე ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას - ყველას გვსურს, კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი და ეს გადაწყვეტილება მისი მისაღებია

ინფორმაცია თითქოს, მე ვაპირებ თბილისის მერობის არჩევნებში გუნდის სახელით მონაწილეობას, არის მიზანმიმართული ჭორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გუნდი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში იტყვის.

„მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრს სურს კახა კალაძე იხილოს მერად. ეს, პირველ რიგში, მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უახლოეს პერიოდში, ჩვენ კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას. იქამდე კონსულტაციები იქნება პარტიაში ყველა თვითმმართველ ქალაქში კანდიდატურებთან დაკავშირებით. კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება არის მისი მისაღები. მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძესთან ერთად ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძე - მიზანმიმართული ჭორია თითქოს მე ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს