არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ მიღწეულ შეთანხმებას

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიას და მისი უფლებადამცველების განცხადება გირაოსთან დაკავშირებით არის სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნიკა მელიას შემთხვევაში გირაოს გადახდა, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარებს, რადგან გირაოს სანაცვლოდ ის დატოვებს საპატიმროს, თუმცა მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. ამნისტიის შესახებ კანონი კი ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის გზაა.

ამასთანავე, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, შესაბამისად, ის არ არის არავითარი უფლებით აღჭურვილი, რომ ვინმეს პირობები უკარნახოს.

„რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, ვფიქრობ, ეს არის უფრო სპეკულაციური კომენტარები, ვიდრე იურისტების კომენტარები, თუმცა ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარი. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში, სიმართლე გახლავთ შემდეგი, რომ გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია, ის დატოვებს დროებითი დაკავების დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს საბოლოოდ, რომ გირაოს გადახდა უზრუნველყოფს თავისუფლებაზე ყოფნას, ვინაიდან სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტლება ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს და ჩადეს შეთანხების დოკუმენტში ამნისტიის პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად, ამიტომ ნიკა მელიას განცხადება, ვფიქრობ, უფრო მიმართულია იქითკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ ამ შეთანხმებას და როგორმე დააბნიონ საზოგადოება. თუ ისინი ამნისტიას არ ეთანხმებიან, აქ არის მთელი ხელმომწერი ოპოზიცია, დღეს შეუძლია გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ძალიან დიდი პასუხისმგბელობა და პარტია, რომელიც გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, რომ ამაში პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის. ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები, თუ მას სურდა მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, ეს შეეძლო. მათ ეს არ გააკეთეს, ახლა გარედან პირობების კარნახი, არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი, რომ არაფერი ვთქვათ „ქართულ ოცნებაზე“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გადადგამს ყველა ნაბიჯს შეთანხმების შესასრულებლად.

„შეთანხმება არის გაფორმებული და ჩვენ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გვაქვს ამ შეთანხმებასთან, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ გადადგამს ყველა თანმიმდევრულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ პირობები, რომლებიც იყო მიცემული და შეთანხმებაში არის ჩაწერილი, შესრულდეს ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ხელმოწერის მომენტში ჩვენ უკვე ვნახეთ, ვინ იყო რეალურად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ამ შეთანხმების ჩაშლას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ოპოზიციონერებს თვითონ გამოჰქონდათ ინფორმაცია შეხვედრებიდან და ამბობდნენ საჯაროდ, რომ მათ სააკაშვილისა და მელიას მხრიდან ჰქონდათ მითითებები, რომ ეს შეთანხმება არ უნდა შემდგარიყო ან თუ შედგებოდა, მერე უნდა გასულიყვნენ ისინი ამ პირობებიდან, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ გასული წლის მარტის შეთანხმებისას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ მიღწეულ შეთანხმებას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა