ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება და კიდევ 78 ცენტრი დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება. როგორც მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, მომავალი კვირიდან მოქალაქეები აცრას დამატებით 78 პუნქტში შეძლებენ და ამისთვის 100-ზე მეტი ჯგუფია გადამზადებული.

„შემდეგი კვირიდან გაფართოვდება მნიშვნელოვნად ქსელი, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ კი 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც მოახდენს საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას და საერთო ჯამში, საქართველოში ამ ეტაპისთვის, გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ჯერ საყოველთაო ვაქცინაცია არ იწყება. ტიკარაძის განმარტებით, მიმდინარე კვირას კლინიკურ ჯგუფთან ერთად კიდევ ერთხელ შეიკრიბება ვაქცინაციის საბჭო, სადაც „ასტრაზენეკასთან“ და იმ ვაქცინებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს.

„საყოველთაო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ იწყება, ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი ნაბიჯები, რომელიც არის გადასადგმელი. ამ კვირაში კლინიკურ ჯგუფთან ერთად დამატებით შეიკრიბება კიდევ ვაქცინაციის საბჭო და გადაწყვეტილებას მიიღებს „ასტრაზენეკასთან“ და იმ ვაქცინებთან დაკავშირებით, რომლის მოლოდინიც ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს