გიორგი გახარიას გუნდი რეგიონებში, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაზე საუბრობს

გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი რეგიონებში, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაზე საუბრობს.

სპეციალური განცხადება ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკეთა.

„აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის მხარდამჭერების მიმართ - ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არ მუშაობს! მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, რომ ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ. მინდა გავამხნევო ჩვენი თანამოაზრეები და ვუთხრა მათ, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წავალთ წინ!“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს