გიორგი ხოჯევანიშვილი - თავსმოხვეული ამნისტიით ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტი იქმნება

თავსმოხვეული ამნისტიით სახიფათო - ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების პრეცედენტი იქმნება - ფასი, რასაც ჩვენი ქვეყანა იხდის, ძალიან მაღალია, - ეს განცხადება უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკეთა.

როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა, შეთანხმება უკვე გაფორმდა და მხარეებმა მის შესრულება ზეპასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

“აქაც ვხედავთ, რომ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს. როდესაც ჩვენ, გახარიას გუნდის წევრებმა ღიად ვთქვით, რომ ეს არ იყო იდეალური შეთანხმება, მათ შორის ვგულისხმობდით შეთანხმების იმ ნაწილსაც, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებდა კონკრეტულ კრიმინალურ საქმეზე სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის შეწყალების, ხოლო მეორე მხრივ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის კრიმინალურ საქმეზე ამნისტიის გამოცხადების შესაძლებლობას. არავინ დავობს იმაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებულის მიმართ კანონის აღსრულების პროცესში „ქართული ოცნების" გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ეს თემა აქცია ჯერ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, ხოლო შემდეგ კი, თავსმოხვეული ამნისტიით იქმნება სახიფათო პრეცედენტი ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების. ფასი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის, ძალიან მაღალია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა