ეკატერინე ტიკარაძე - ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს

ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, ახალგაზრდები კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ამ პროცესში. გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, პლატფორმაზე რომ დარეგისტრირდნენ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“, - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა