ეკატერინე ტიკარაძე - ინფორმაცია, რომ ტესტების დეფიციტი იყო, არ დადასტურდა და არც დღეს ვადასტურებ

ინფორმაცია, რომ ტესტების დეფიციტი იყო, არ დადასტურდა და არც დღეს ვადასტურებ, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ქვეყანა დღეს კორეიდან ანტიგენის მილიონ ტესტს მიიღებს, მომდევნო ეტაპზე კი დაგეგმილია ნახევარი მილიონი ტესტის მოწოდება.

„ანტიგენის ტესტი მუდმივად ცვალებადი რაოდენობაა, ვინაიდან იცით, რომ ფართო მასშტაბის ტესტირება მიმდინარეობს ქვეყანაში. 27 ათასზე მეტი ტესტი ჩაატარეს გუშინ, საიდანაც 14 ათასი ანტიგენია. დღეს ველოდებით კორეიდან დამატებით მილიონი ტესტის მოწოდებას. დამატებით კიდევ ნახევარი მილიონი ტესტი შემოვა უახლოეს მომავალში.

ინფორმაცია, რომ ტესტების დეფიციტი იყო, არ დადასტურდა და არც დღეს ვადასტურებ“, -აცხადებს მინისტრი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს