სალომე სამადაშვილი - დარბაზიდან მინდა მივესალმო პოლიტპატიმრებს მელიას, რურუას და იმედი გამოვთქვა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა

მე დღეს აქ, ამ დარბაზიდან პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთი შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი პოლარიზაციის დასრულების, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისს განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.

„ჩვენი დღეს აქ ამ დარბაზში ყოფნა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შედეგად შევიდა, რომ ჯებირები შეექმნა დემოკრატიული პროცესისთვის და როგორც სენატორმა შაჰინმა გითხრათ აშშ-ს სენატში, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაეტარებინა არჩევნები, ეს კრიზისი არ არის დასრულებული. ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ მე დღეს აქ, ამ დარბაზიდან პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთი შეთხანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი პოლარიზაციის დასრულების, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის საბოლოოდ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებზე გამოცემული „ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ“.

„ვერასდროს, ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვა. ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როცა ამ დარბაზში იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ფართო საზოგადოებრივი დიკუსია ამნისტიის კანონპროექტზე“, - განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა: „ამ ქვეყნის ისტორია სავსეა დაპირისპირებით, ტკივილით, მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებელი იყო ჩვენთვის რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსესუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი“.

„დაგვეხურა ის თავი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის ერთი უბრალო პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაც დაკარგავს ყველაფერს, ან მიიღებს ყველაფერს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა