მიხეილ დაუშვილი - მოქალაქეების კეთილდღეობა დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი სტიმულირების პაკეტების შემუშავებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე

გასული წლის განმავლობაში კერძო სექტორის მხარდაჭერის და სტიმულირების მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა, თუმცა დღეისათვის ეს მხარდაჭერის პროგრამები თითქმის დასრულდა - აშკარაა, რომ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მოქალაქეების კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი სტიმულირების პაკეტების შემუშავებაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე.

„ჩემმა თანაგუნდელებმა ძალიან სწორად აღნიშნეს, რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი, დასაქმება, სიღარიბე და დამძიმებული სოციალური პირობები. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის მხარდაჭერის გზით. სწორედ კერძო სექტორის სიძლიერე განაპირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას. გასული წლის განმავლობაში კერძო სექტორის მხარდაჭერის და სტიმულირების მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა. თუმცა დღეისათვის ეს მხარდაჭერის პროგრამები თითქმის დასრულდა. აშკარაა, რომ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. ლარის გაუფასურება და შესაბამისად ფასების ზრდა ჩვენი მოქალაქეების და მეწარმეების გაღარიბებას იწვევს. არსებული კოვიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება და შესაბამისად ბიზნეს და საინვესტიციო გარემო უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და კრიზისის ფონზე უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის სტიმულირება, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ.

ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი სტიმულირების პაკეტების შემუშავებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე. ისმის კითხვა, რას აკეთებს დღეს ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენისთვის, რა გეგმა გაქვთ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერისთვის და სტიმულირებისთვის, მარტო ხომ არ ტოვებთ მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე? სწორედ ესენია უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს გააჩნიათ“, - განაცხადა დაუშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა