იაგო ხვიჩია - მინდა, რომ ნიკა მელია იყოს ამ დარბაზში, მინდა, რომ სანამ მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ - დავფიქრდეთ, მინდა, რომ ეს ნამდვილად პარლამენტი იყოს

ყველას გილოცავთ ამ შეთანხმების მიღწევას - საკუთარ თავსაც, ჩემ ოპონენტებსაც, ხელისუფლებასაც და მინდა, ამ შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს ქართულ საზოგადოებას და მართლა შევრიგდეთ, - ამ სიტყვებით დაიწყო „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში გამოსვლა.

როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილების სანაცვლოდ, კორექტულობის და მეგობრულობის ნიშნად, „გირჩი“ პირბადეების არ გაკეთებაზე უარს ამბობს და ისინი ამ ფორმით დაუმორჩილებლობის აქტს წყვეტენ.

„მე მინდა, რომ ნიკა მელია იყოს აქ, თან მალე და მზად ვარ, ეს პროცესი ჩვენი შერიგებით დაიწყოს. მინდა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე სანამ კურთხევას გავცემთ, დავფქირდეთ, რომ არ გამოგვივიდეს ისე, რომ „მოყვასს გავუკეთოთ ის, რაც არ გვინდა, რომ ჩვენ გაგვიკეთონ“. მე მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს პარალმენტი. დიდი ხანია ეს შენობა არ ყოფილა იმ გაგებით პარლამენტი, რა გაგებითაც მე პარლამენტი წარმომიდგენია. მე მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მიერ წაროთქმული საღი აზრის დანახვა და უარი არ ვთქვათ მასზე მიუხედავად იმისა, თუ ვის თავში დაიბადა ის. მე მინდა, რომ ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე, რაც გვაწუხებს და აწუხებს ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, არ შეიძლება ადამიანურობაზე უარის თქმა. მე მინდა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ ისხდნენ ციხეში, ეს უბრალოდ საშინელებაა და მინდა მოვისმინოთ მომავალში, თუ რატომ გვგონია მაგალითად, ნარკოტიკების მომხმარებლები უდანაშაულონი სისხლის სამართლის მიზნებისთვის. მინდა, ახალი ქართული მართლმსაჯულების სისტემა ნაცვლად საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემისა. მინდა თავისუფალი სკოლა, სადაც მოსწავლე დიდების თანასწორი ადამიანია და მას არ უყურებენ, როგორც უუფლებოს.

დაბოლოს, ძალიან მინდა, ისე, როგორც დღეს გადავდგით ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ისე გადავდგათ ნაბიჯი ეკონომიკური კრიზისის განსამუხტადაც. ეკონომიკას არაფერი ეშველება იქამდე, ვიდრე ადამიანები ჩაკეტილები არიან და მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ვუკრძალავთ. ამიტომ თუ გვინდა „დავრესტარტდეთ“, ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ და ქვეყანა უნდა გავხსნათ. ჩემი სურვილების სანაცვლოდ, პირველ დათმობაზე მე თვითონ რომ წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვატარებთ პირბადეებს არც ამ დარბაზში და არც სხვაგან, კორექტულობის და მეგობრულობის ნიშნად, ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს „გირჩის“ წარმომადგენლები ვწყვეტთ და ამ გამოსვლის შემდეგ გვეკეთება პირბადეები დარბაზში. იმედი მაქვს, თქვენი თანამშრომლური დამოკიდებულებისა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს