ალეკო ელისაშვილი - ზოგიერთი, ვინც გაშმაგებული გვლანძღავდა, კარგია, დარბაზში უკან რომ დაჯდა, მათ ადამიანური რაღაც ჰქონიათ, წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ

ერთი რამ რაც გამიხარდა ის არის, რომ ზოგ-ზოგიერთი, ვინც ამ თვეების განმავლობაში გაშმაგებული გვლანძღავდა, კარგია უკან რომ დაჯდა. ესე იგი, მათ ადამიანური რაღაც ჰქონიათ, წინ რომ დამსხდარიყვნენ თვალს ვერ გაგვისწორებდნენ. ჩვენ არავის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, რითაც ისაუბრა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, დღეს, ძალიან საინტერესო დღეა და კარგია, რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო. მისივე განმარტებით, ჯობდა, რომ ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

„ევროპელი სოციალისტების“ შემდეგ თებერვლის დასაწყისში შემოვედით მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში. დღეს 27 აპრილია, ოპოზიცია ვინც ჩემს ზურგს უკან ზის ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება - ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, რომ აქ შემოვედით.

ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ, გარეთაც რომ არიან იმათ სრულად ვგულისხმობ. ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს. ვიცოდით, რომ ჩვენი შემოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო ქვეყნისთვის. მეორე მიზეზი, რატომაც ვისმენდით იყო ის, რომ ვიცოდით, დღევანდელი დღე მოვიდოდა და ამ დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ 6 კაცი არ ვიქნებოდით წარმოდგენილი. ეს ადრე რომ მოხდარიყო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ წარსულზე არ ვილაპარაკოთ, წინ ვიყუროთ ქვეყანაზე, ხალხზე და ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ერთი რამ რაც გამიხარდა, ის არის, რომ ზოგ-ზოგიერთი, ვინც ამ თვეების განმავლობაში გაშმაგებული გვლანძღავდა, უკან რომ დაჯდა კარგია. ესე იგი, მათ ადამიანური რაღაც ჰქონიათ. წინ რომ დამსხდარიყვნენ თვალს ვერ გაგვისწორებდნენ. ჩვენ არავის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით. წინ ვიყუროთ და ქვეყანაზე ვილაპარაკოთ. მოვითმინეთ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ქვეყანასთან და ჩვენს სინდისთან ვიყავით მართლები. ჩვენი აქ შემოსვლის ერთ-ერთი, უახლოესი ამოცანაა შემდეგი - იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, მიწა პატიოსანი წესით ხალხს უნდა დაურიგდეს. ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი გვქონდა, თუ ამას გავაგრძელებთ, კარგი იქნება. მეორე-„ლიბერთი ბანკი“ ძარცვავს პენსიონერებს. საბიუჯეტო კომიტეტში ძალიან კარგი განხილვა გვქონდა და დავრწმუნდით, რომ მართლა ძარცვავენ, როდესაც სესხებზე არანორმალურ პროცენტს უწესებენ. ეს საკითხი დავძარით, ერთად გავაგრძელოთ და ყველამ ერთად ვიმუშაოთ. ასევე დანარჩენ საკითხებზე ყველამ ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა