ზურაბ ჯაფარიძე - არანაირი კრიზისი განმუხტული არაა - კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა

არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის - კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა - ეს საერთოდ არაფერს ცვლის, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

“მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს, პირველ რიგში კი, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა იმისა, რომ შეიძლება ღირდეს დარჩენა და ცხოვრება. ყველა გაქცევაზეა! ეს არის მთავარი კრიზისი. ვიდრე ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, აქ ცხოვრება ღირს, მანამ ეს კრიზის დაძლეული არ იქნება. ორი პარლამენტარი შემოვა თუ ოცდაორი, ეს არაფერს შეცვლის“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, შარლს მიშელის დოკემენტზე ხელმოწერის შემდეგ, მოქმედ პარლამენტს ერთადერთი ფუნქცია აქვს - შეასრულოს ის, რაც ხელმოწერილ ტექსტში წერია და ქვეყანა მომდევნო არჩევნებისთვის მოამზადოს, ხოლო როგორც კი ამას გააკეთებს, ჯაფარიძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება.

“გვინდა-არ გვინდა შემოდგომის ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად იქცა. რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს, ვის ექნება ახალი ლეგიტიმაცია და ვინ ექნება შესაძლებლობა, ახალი ლეგიტიმაციით რეფორმები გაატაროს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი