გუბაზ სანიკიძე - მოსახდენი მოხდა - გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს გაუძლო ოპოზიციამ, მათგან პრინციპულობა უფრო გამიკვირდებოდა

მოსახდენი მოხდა. მე კიდევ გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს გაუძლო ამ ოპოზიციამ, მათგან პრინციპულობა უფრო გამიკვირდებოდა,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პარლამენტში შესვლა შეაფასა.

მისი განმარტებით, არსებობს სულ მცირე ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მიღწევაც შესაძლებელი იყო, თუმცა არ გაკეთდა, რაც დიდი ალბათობით, ოპოზიციის ბრალია. გუბაზ სანიკიძემ, ერთ-ერთ ასეთ საკითხად ცესკო-ს დაკომპლექტების თემა დაასახელა.

ამასთანავე, განაცხადა, რომ ხელისუფლება იყო „კედელთან მიყენებული და ოპოზიციამ თავისი უთავბოლობით, თავმოუბმელობით, გეგმის არასებობით, სტრატეგიისა და ტაქტიკის არქონით, წერილობითი დოკუმენტიც ვერ შექმნა, რითაც საერთო პოზიციას დააფიქსირებდა“.

„ძველი ბერძნული მითოსიდან ვიცით ე.წ. კასანდრას წყევლა - ღმერთებმა დასწყევლეს კასანდრა, რომ ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებ, მაგრამ არასდროს არავინ დაგიჯერებსო, - როგორც ჩანს, ამ კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ.

მოსახდენი მოხდა, მე კიდევ გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს გაუძლო ამ ოპოზიციამ. მე არ ვმონაწილეობდი არც გადაწყვეტილებებში, არც მოლაპარაკებებში, არც შიდა ოპოზიციურ მოლაპარაკებებში, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, გამოდიან ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები და ისეთ რაღაცებს ყვებიან, დაუჯერებელ ამბებს.

ორ საკითხს ვიტყვი, რომელიც სავსებით მიღწევადი იყო, მაგრამ არ გაკეთდა და ჩემი ვარაუდით, ეს ოპოზიციის ბრალია. ცესკო-ს შემადგენლობა: დააყენა კი ოპოზიციამ იქ საკითხი, რომ თანაბარი ყოფილიყო შემადგენლობა ცესკო-სი ? რაღაც არ ეტყობა, იმიტომ, რომ მე გამოვრიცხავ, დასავლეთს ამაზე უარი ეთქვა. მეორე, რატომ არ დააკონკრეტა ოპოზიციამ, რა იგულისხმებოდა შეწყალებაში, ამნისტიაში? იქვე იყვნენ „ევროპელები“, შარლ მიშელიც ჩამოვიდა ორჯერ, რატომ არ დააკონკრეტა ოპოზიციამ ეს საკითხები? შემდეგ კიდევ, როგორ გგონიათ, ქართველ ხალხს აინტერესებს ის, რომ 5 კომიტეტი ოპოზიცას გადაეცეს ? ეს არის საინტერესო?- არა. როცა 5 კომიტეტს აიღებს ოპოზიცია, რაც ამ ქვეყანას დაემართება ცუდი ამბები, ოპოზიცია იქნება თანაპასუხისმგებელი ხელისუფლებასთან და მე არ მაქვს კარგი პროგნოზები საქართველოს შესახებ. იმიტომ, რომ როცა არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ის აუცილებლად კისერს იტეხავს ხოლმე. ეს ამბები ხომ შეიძლება მოგვარებულიყო ? - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა