ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საუბარი შეეხო, საქართველოში უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში, განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა და სხვადასხვა მიმართულების ფერმერული მეურნეობების დათვალიერება. შეხვედრას უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კონსული სზაბლოკს ვარგა ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა