პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას  მხარს დაუჭერს

პარტია „მოქალაქეები“ კახა კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პოსტზე, მხარს უჭერენ. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, კახა კუჭავას კანდიდატურისთვის მხარდაჭერა ამ ქვეყნის მომავლისთვის უკეთესი გადაწყვეტილება იქნება.

„იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც მე მომიწია ვყოფილიყავი არჩილ თალაკვაძის მოადგილე, მე რაც დავინახე და რა ურთიერთობაც მქონდა მასთან, ეს იყო კორექტული, საქმიანი ურთიერთობა. მე ამ ურთიერთობით მხოლოდ კმაყოფილი ვიყავი და მინდა მას ამისთვის მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ბატონ კახა კუჭავას, მისი ბიოგრაფია საღი აზრის პრინციპიდან გამომდინარე, არ მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რაიმე პრეტენზია შეიძლება გამაჩნდეს. თუ გადავხედავთ მის პოლიტიკურ განცხადებებს, ის ყოველთვის იყო კორექტული განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც სწორად მიმაჩნია, იმას ვაკეთებ ყოველთვის და სწორად მიგვაჩნია მეც და ალეკოსაც, რომ კახა კუჭავას დავუჭიროთ მხარი, ვინაიდან ჩემი აზრით, ეს იქნება გადაწყვეტილება ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ ბატონი კახა, ჩემი, ალეკო ელისაშვილის და პარტია „მოქალაქეების“ ორი ხმა გექნებათ თქვენ კენჭისყრის დროს“, - განაცხადა კუჭავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს