დავით ბაქრაძე განმარტავს, რატომ არ მივიდა სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად დღეს პარლამენტში

ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე განმარტავს, რატომ არ მივიდა სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად დღეს პარლამენტში.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, პარლამენტის მუშაობაში სრულფასოვნად მას შემდეგ ჩაერთვება და საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ მივა, რაც გიორგი რურუა და ნიკა მელია გათავისუფლდებიან.

განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვის და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია - საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ.

აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იმ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაში და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მათ მსგავსად, ვრჩები ერთგული პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების, მზად ვარ სრულად ჩავერთო მის იმპლემენტაციაში და იმედი მაქვს, რომ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლება შექმნის პირობებს მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის ხელმოწერისთვისაც, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნების, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად დამარცხების და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა