კახა კუჭავა - საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა

საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, - ამის შესახებ პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

მისივე თქმით, საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა, - 2024 წელს განაცხადის გაკეთებისთვის ვემზადებით. ასეთი დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამთავრდება ღირსეული წევრობით, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მთავარი გარანტიაა, ეს არის ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც უპირობო და შეუქცევადია.

ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი.

დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონალური კონტექსტი“, - აღნიშნა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო