ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიამ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს მის მიმართ მხარდაჭერის ჟესტია

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიამ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შესაძლებლობა, რადგან ეს მის მიმართ მხარდაჭერის ჟესტია.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პუნქტების განხორციელება აუცილებელია, რათა შეთანხმებიდან არ გავიდნენ.

“ის, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, აუცილებელია განხორციელდეს ჩვენ მიერ, რათა არ ჩაითვალოს, რომ შეთანხმებიდან გავედით. რაც შეეხება მელიას განცხადებას, ამას მივესალმები და კარგი იქნება, თუ ეს მოხდება, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ გირაო, ეს არის ევროკავშირის მიერ გამოხატული მისი მხარდაჭერის ჟესტი და ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ნიკას მიერ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონს, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ამნისტიის კანონით გამორიცხული უნდა იყოს ადამიანების ჯანმრთელობის მძიმე დამზიანებლების და ამის შესახებ ბრძანების გამცემი პირების ამნისტირება.

“ვცდილობთ, რომ “ქართული ოცნება” დავითანხმოთ იმაზე, რომ მიიღოს ძალიან შეზღუდული სივრცე და საერთოდ არ დავტოვოთ ამნისტიის კანონში შესაძლებლობა იმისა, რომ გამორიცხული იყოს იმ ადამიანების ამნისტირება, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დამნაშავეები ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მძიმე ზიანის მიყენებაში, ასევე შეიძლება იყვნენ დამანაშავეები უკანონო ბრძანების გაცემაში. სხვა შემთხვევაში, ამნისტიის კანონს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს