მოძრაობამ „წინსვლა“ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან პერფორმანსი გამართა

მოძრაობამ „წინსვლა“ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სამი ოპოზიციური პარტიის - "ევროპული საქართველოს", „ლეიბორისტული პარტიის" და "ნაციონალური მოძრაობის"მიერ შარლ მიშელის მომზადებულ დოკუმენტზე ხელის არ მოწერას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული სამი ოპოზიციური პარტია თავიდანვე ცდილობდა, რომ არ შემდგარიყო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და "ევროპული საქრთველოს" ოფისთან ყვავილები მიიტანეს. მათი თქმით, ისინი ამ ფორმით პარტიას სამძიმარს უცხადებენ იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია ლიდერებმა დატოვეს.

მოძრაობა "წინსვლას” წევრები, ახლა "ლეიბორისტული პარტიის“ ოფისისკენ მიემართებიან, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივლენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო