მამუკა ხაზარაძე - ეს არის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის" - ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებს გირაოს არ უხდიან, მიხარია, რომ ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო

ეს არის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის" - ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებს გირაოს არ უხდიან, მიხარია, რომ ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მზად არის ევროკავშირის გირაო მიიღოს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევენ.

თუმცა, როგორც ხაზარაძე განმარტავს, გირაო მხოლოდ წინაპატიმრობიდან დახსნის მექანიზმია, შემდგომი გზა, იმისთვის, რომ მელიას პატიმრობა აღარ შეეხოს, ამნისტიაა.

ნიკა მელიას გირაოს საკითხი იყო ის საკითხი, რომელის მას გამოუშვებდა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ ეს არ მოუხსნიდა მას იმ პოლიტიზირებულ ბრალდებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მას წაუყენა. გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელიამ დროში ცოტა დააგვიანა მიღება ევროპარლამენტარების შემოთავაზებისა და ჩვენი პოზიცია იყო, რომ ევროპარლამენტარების გირაო, ეს იქნებოდა და არის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებს გირაოს არ უხდიან, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ლუსტრაცია და მიხარია, რომ ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს არის მხოლოდ წინაპატიმრობიდან დახსნის მექანიზმი, შემდგომი გზა, რომ მას პატიმრობა არ შეეხოს, არის ამნისტია და ეს არის ხელშეკრულებაში ჩადებული. ამნისტიის და ნებისმიერი პუნქტის ამოღება იმ 5 - პუნქტიანი ხელშეკრულებიდან უნდა მოხდეს, თუ ასეთი საკითხი დადგა, მხოლოდ და მხოლოდ მედიატორების გადაწყვეტილებით,"- განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა