კახა კუჭავა - პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს

პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კუჭავა განმარტავს, გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, უშინაარსო კრიტიკის ნაცვლად, იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირებაა საჭირო.

„წელიწადზე მეტია ვებრძვით პანდემიას, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდ-პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე.

პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მასშტაბის გამოწვევას და ღირსეულად გამკლავებას კი სჭირდება საერთო კონსესუსი და ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა.

დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა! მჯერა რომ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანი, საზოგადოების ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს და განსხვავებულ ხედვებს ქვეყნის სასიკეთოდ დავაახლოვებთ. მე ამის იმედი მაქვს.

გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, დღეს იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება ნაცვლად უშინაარსო კრიტიკისა. ჩვენ უნდა დავდოთ რეალური შედეგები. ამას ელოდება ჩვენგან საზოგადოება!

დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გვექნება ნაყოფიერი და საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება, ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საამისოდ, ვფიქრობ, სრული პოტენციალი აქვს.

კიდევ ერთხელ, - სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრულფასოვანი შესრულება. ეს ჩვენი, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი, იღებს პასუხისმგებლობას, შემუშავდეს ისეთი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოში კიდევ უფრო უკეთეს დემოკრატიულ გარემოს, გაძლიერებულ საპარლამენტო ზედამხედველობას, ძლიერ, ქმედით, ინკლუზიურ და ღია პარლამენტს. ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში გაიზარდოს საზოგადოების, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა“, - აცხადებს კუჭავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო