დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრის მიზანი დონბასის კონფლიქტის დარეგულირება არ შეიძლება იყოს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრის მიზანი დონბასის კონფლიქტის მოგვარება არ შეიძლება იყოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტების დიალოგი შეაძლია მხოლოდ ორმხრივი ურთიერობების საკითხებს ეხებოდეს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ინიციატივის შესახებ საკუთარი აზრი გარკვევით დააფიქსირა. ეს დიალოგი შეიძლება მხოლოდ ორმხრივი ურთიერობების საკითხებს ეხებოდეს და ეს დიალოგი არ შეიძლება ჩატარდეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიების მიზნით,“- აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციები შესაძლო შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით ერმანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ „ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგეს.“

„მე მართლაც შევთავაზე და თქვენ ეს მოისმინეთ, შევხვდეთ დონბასში. რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის სურვილი დაადასტურა, მაგრამ შემომთავაზა მოსკოვში შეხვედრა. უკვე დავავალე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმას, რათა დაუკავშირდეს პუტინის ადმინისტრაციას, რათა შეთანხმდნენ თარიღზე, ადგილზე ან ქალაქზე, სადაც შევძლებთ შეხვედრას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს