ზურაბ ჯაფარიძე - მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მხარს ვუჭერ, თუ მელია ამაზე თანახმა იქნება

პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ მისთვის ამნისტიის კანონი მიუღებელი იქნება, მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებულების თანხმობის გარეშე არავის აქვს უფლება ვინმეს რამე აპატიოს.

„როგორც ვიცი, დღესაც უნდა გაიმართოს ამაზე მსჯელობა. გამოვა თუ არა ამნისტიიდან რამე ისეთი, რომ მიღწეული იყოს შეთანხმება, არ ვიცი. საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც ვუსმენ, მეეჭვება. ამბობენ, რომ ის უნდა შეეხოს ყველას და ყველაფერს. ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა",- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელის განცხადებას, რომ ამნისტიის კანონის გაწვევის შემთხვევაში მზადაა, ევროპარლამენტარების გირაოს დათანხმდეს, ამას ჯაფარიძე მხარს უჭერს.

"მე ამას მხარს ვუჭერ. მე მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მხარს ვუჭერ, თუ მელია ამაზე თანახმა იქნება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს