სოზარ სუბარი - „განახლებული რეგიონების“ პროგრამა რეგიონებში გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალი მიზიდულობის ცენტრებს

„საქართველო ვერ იქნება ვერც მდიდარი, ვერც ძლიერი და ვერც წარმატებული, თუ მისი თითოეული რეგიონი არ იქნება წარმატებული და არ იქნება ძლიერი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამა რეგიონებში გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალი მიზიდულობის ცენტრებს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მარტო პროექტის განხორციელების ეტაპზე დასაქმდება, დაახლოებით 15 000 ადამიანი და მთლიანობაში, პროექტისთვის განკუთვნილია 500 მლნ ლარი, რომლიდანაც ერთი მესამედი დონორებისგან მოზიდული თანხებია.

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. მან „განახლებული რეგიონების“ 4-წლიან პროექტზე ისაუბრა, რომლის მიზანია, ქვეყნის ყველა რეგიონის, 63 მუნიციპალიტეტის სწრაფი და თანაბარი განვითარება.

საქართველო ვერ იქნება ვერც მდიდარი, ვერც ძლიერი და ვერც წარმატებული, თუ მისი თითოეული რეგიონი არ იქნება წარმატებული და არ იქნება ძლიერი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთთან არის დაკავშირებული ყოველი კუთხე-კუნჭული და ყოველი რეგიონი. ეს არის პროგრამა, რომელიც რეგიონებში გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალი მიზიდულობის ცენტრებს. მარტო პროექტის განხორციელების ეტაპზე დასაქმდება, დაახლოებით, 15 000 ადამიანი და მთლიანობაში, პროექტისთვის განკუთვნილია 500 მლნ ლარი, რომლიდანაც ერთი მესამედი არის დონორებისგან მოზიდული თანხები“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოზარ სუბარის თქმით, გათვალისწინებულია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული რეგიონებისთვის, ისე მთელი ქვეყნის განვითარებისთვის.

„ჩამოვთვლი რამდენიმე მიმართულებას, ეს არის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ აქ შეიქმნება სპეციალური კომისია, სადაც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა და უშუალოდ მოსახლეობა ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტები უნდა დაფინანსდეს და ასეთი ერთობლივი მუშაობისა და მოსახლეობასთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება დაგროვდა, თუნდაც მხოლოდ სოფლის პროგრამა, რომ ავიღოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც უკვე დღეიდან ამოქმედდება და უკვე აპრილშივე, რამდენიმე დღეში დაიწყება გამოცხადება კონკურსებისა და ტენდერების ამ პროექტებზე.

ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს ხალხისთვის და არა პოლიტიკა პოლიტიკისთვის და არა რაღაც კამათებისთვის და სულ ვიღაცისთვის გადაბრალებისთვის. სწორედ ხალხისთვის პოლიტიკის კარგი მაგალითია ეს პროგრამა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა