ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები „France 5”-ის ობიექტივში მოხვდა

ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები რეიტინგული ფრანგული ტელეკომპანია „France 5”-ის ობიექტივში მოხვდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის „Echappées Belles“ გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და სოფელი თაგო გადაიღეს.

„France 5“-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ თბილისი, მცხეთა, ანანური, ვარძია და ქუთაისი მოინახულეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე მომზადებული 90 წუთიანი გადაცემა „France 5“-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. „Echappées Belles“-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობდნენ“, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო