ირაკლი კობახიძე - როცა მელია ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული, უტევდნენ პარლამენტს და უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი

გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ, ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი არ არის სხვა რაღაცების ალტერნატივა.

„იყო საუბარი გირაოზე, თავდებობაზე და ა.შ. ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან, სხვა არც გირაო, არც თავდებობა და ა.შ. არ იცავს ბრალდებულს. ერთადერთი, რაც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან, არის სწორედ ამნისტია, ამიტომ არ არის ამნისტია არაფრის ალტერნატივა. რადგან ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამნისტია არ იყო ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და საბოლოო ჯამში ეს დოკუმენტში აისახა და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს. შესაბამისად, ამნისტიის კანონი უნდა იყოს მიღებული.

ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მელიამ მიიღოს ეს გირაო, აღიაროს. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კიდევ ერთი აქცენტი - როდესაც მელია ამბობს, რომ მზად არის ახლა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია და ეს არის უკან დახევა. როცა ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული, უტევდნენ პარლამენტს და უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა რა მუხლებს არ შეეხება ამნისტია და აღნიშნა, რომ შესაბამისი ჩანაწერი კანონშიც იქნება.

„ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. თუმცა, გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ - არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება ამნისტია შეეხოს, ეს არის მათ შორის სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანება, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს კანონში. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, გაგაცნობთ ყველაფერს. ის მოიცავს ყველაფერს, მაგრამ არ მოიცავს იმ მუხლებს, რომლებიც კონვცენციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა